რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი გელა ტაბაღუა სცემეს.
ოკუპანტების აგრესია იმან გამოიწვია, რომ ტაბაღუას მობილური ტელეფონი საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელში იყო ჩართული. გელა ტაბაღუა სასტიკად არის ნაცემი.
გვიან ღამით ოკუპანტების მიერ ფიზიკური ანგარიშსწორება სოფელ აჩიგვარაშიც მოხდა. ამჯერად ოკუპანტები სოფლად მცხოვრებ მოხუცებს იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათგან ალკოჰოლური სასმელი ვერ მიიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლება ვითარების დაძაბვას აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.