ცხინვალში ტირძნისელი მოზარდების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, პროცესს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგიც ესწრება.
დაკავებულების ახლობლები კი სხდომის დასრულებას სოფელ ერგნეთთან ელოდებიან. ბავშვების მშობლებს იმედი აქვთ, რომ მოზარდებს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ ტირძნისელი მოზარდები მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა 4 ნოემბერს დააკავეს.