"ცხინვალში "მძევლები" ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ჩაიყვანა", - ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრო იუწყება და აქვე აცხადებს, რომ ქართულ მხარეს "უკანონოდ" დაკავებული კიდევ 40-მდე ოსი რჩება.
შეგახსენებთ, რომ მარიონეტული რეჟიმი ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ, "ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსი მოქალაქეების გაცვლას" მოითხოვდა, თუმცა თბილისი მათ პატიმრობაში ყოფნას უარყოფდა.