წუხელ გალის რაიონის სოფელ თაგილონთან 16 ქართველი დააკავეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ბავშვები და მოხუცები. ისინი მიკროავტობუსით ზუგდიდიდან გალში ბრუნდებოდნენ. მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ოჯახებს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.
შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევამდე, გუშინ ასევე ზუგდიდისა და გალის საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა 6 ქართველი დააკავეს და გალის მიმართულებით წაიყვანეს. ამ დრომდე უცნობი რჩება მათი ადგილსამყოფელიც.
აგრესორები მგზავრებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ