19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.06 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8547 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კურსი უცვლელი დარჩა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება კვლავ 3.4159 ლარია.
ერთი ლირას კურსმა 5.14 თეთრი შეადგინა.