სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობის სათხოვნელად კვლავ ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაემგზავრნენ. განცხადებას ამის შესახებ აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია და პროტოკოლის სამსახურის უფროსი ასიდა ინაპშბა.
"ვენესუელასა და ეკვადორში ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრა ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე ორგანიზაცია "ალბას" წარმომადგენლებთან", _ იუწყება აფხაზური მხარე და დასძენს, რომ აფხაზური დელეგაციის წარმომადგენლები ვენესუელის ცესკოს დელეგაციას აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად დაპატიჟებს.