საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის ხელმოწერით მომზადებული სარჩელის განხილვა განახლდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სხდომის დაწყებისას გამოაცხადა “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, პლენუმის გადაწყვეტილების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ "გახარია-საქართველოსთვის" შუამდგომლობის ის ნაწილი არ დააკმაყოფილა, სადაც პარტია ჩორჩანას საკითხზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარებას ითხოვდა.
რაც შეეხება ე.წ. ჩორჩანას საქემზე მტკიცებულებების დართვის ნაწილს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, გამცხადებები საქმეს დაერთვება.
მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც კითხვის ნიშნები შეუძლებელია დაისვას, მოწმეთა დაკითხვა ვერ დაკმაყოფილდება" - თქვა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ.