კადაფის ხელისუფლებას არ გაუნადგურებია იპრიტისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერების საბრძოლო რეზერვი. ამის შესახებ The Wall Steet Journal: -ი იტყობინება. ამასთან, ვაშინგტონი შეშფოთებულია იარაღის სამომავლო ბედით და მათი სავარაუდო გამოყენება აფრთხობს. ამავე გამოცემის ჟურნალისტ ჯეი სოლომონის თქმით, ლიბია სულ უფროდაუფრო ღრმად ეფლობა ქაოსში.
აშშ-ის წარმომადგენელთა სიტყვით, ტრიპოლი მოძველებულ რაკეტებს (Scud B-ს), ათას ტონა ნახევრად გამდიდრებულ ურანსა და ჩვეულებრივი შეიარაღების უზარმაზარ არსენალს ფლობს.
აშშ-ის ადმინისტრაციის წყარო იტყობინება, რომ კადაფის არარაციონალურობა შეშფოთებას იწვევს. თუმცა აქამდე არ შეუნიშნავთ, არეულობის დროს ხელისუფლებაში მყოფ კადაფის ქიმიური იარაღის გამოყენების მცდელობა ჰქონოდა.
2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ტრიპოლის ხელისუფლებას მოელაპარაკა, რათა დიპლომატიური ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ლიბიას მასობრივი განადგურების იარაღის განვითარება შეემცირებინა.
ამის შემდეგ კადაფის ხელისუფლებამ აშშ-ს ბირთვული პროგრამის ძირითადი ელემენტები გადასცა. ამასთან, გაანადგურა შორეული სიჩქარის რაკეტები და 3 ათასი ავიაბომბი, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის იყო გამიზნული. თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, ქიმიური იარაღის განადგურების პროგრამა შეჩერდა ვაშინგტონსა და ტრიპოლს შორის ფინანსირებასა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ პრობლემათა გამო.
ქიმიური იარაღის ამკრძალველი ორგანიზაციის მონაცემებით, ლიბიაში 9,5 ტონა იპრიტი რჩება, რომელიც, წესით, მიმდინარე წლის მაისამდე უნდა განადგურდეს. ვაშინგტონში შეშფოთებას გამოთქვამენ ამ ნივთიერებების შენახვის გამო და არ გამორიცხავენ, რომ კადაფი მათ გამოყენებას შეეცდება.