"მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელობით დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში – გამარჯვება ძალიან ახლოს არის და მას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"მამუკა მდინარაძე, რომელიც ბევრი სხვადასხვა ზედმეტ სახელით არის ცნობილი უმრავლესობაში, თურმე იქადნება, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც დაასრულებს პროტესტსაც და ოპოზიციასაც, მაგრამ სინამდვილეში, რაც ჩვენ დაზუსტებით ვიცით არის ის, რომ მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა უკანასკნელი ნაძირალას პირისპირ, რომელიც მთავარი დამსმენად გაამწესა ივანიშვილმა, მაგრამ ამავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ შიდა და გარე წნეხის სწორად სინქრონიზაციით, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარ როლს ითამაშებს. გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.