შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და სანაცვლოდ 75 104 ლარი მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა. დაკავებულმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ჩარიცხული თანხა სრულად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით გორში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.