სეპარატისტული აფხაზეთის ვეტერანთა საზოაგდოებრივი ორგანიზაცია "არუაა" ე. წ. ხელისუფლებას "მომავალი არჩევნების მასშტაბური ფალსიფიკაციისთვის პირობების მოსამზადებლად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში" ადანაშაულებს.
მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა საარჩევნო კანონში კონსტიტუციისა და რეგლამენტის ყველა ნორმის დარღვევით მიიღო შესწორებები, რომლებიც აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა რაოდენობაზე კონტროლს შესაძლებელს სხდის".
მოძრაობა "არუაა" ცვლილებებს უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ცვლილებები არა პლენარულ სხდომაზე, არამედ დეპუტატთა გამოკითხვის გზით იქნა მიღებული. "არუაა" მოითხოვს, წარუდგინონ მათ უკვე გაცემული აფხაზური პასპორტების ნუსხა, რომელიც აფხაზეთში ჩაწერის არმქონე პირებზე გაიცა. ისინი ასევე ითხოვენ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობის ნუსხას და გალის რაიონის ამომრჩევლების რაოდენობის წარდგენას.