რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა. შრიოდერისა და პუტინის ერთობლივი ფოტო კრემლის პრესსამსახურმა 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა შრიოდერის მოსკოვში ჩასვლის შესახებ „მედიის საშუალებებიდან“ შეიტყო.
„პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმირ პუტინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა დაბადების დღე აღნიშნა“, – აცახდებენ კრემლში.