აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის, სერგეი ბაღაფშის ე.წ რწმუნებული გალის რეგიონში, მერაბ ქიშმარია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ომისათვის ემზადება და აფხაზურ ჯარში ნაკლოვანებები უნდა აღმოიფხვრას.
აღნიშნული განცხადება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა დე-ფაქტო თავდაცვის სამინიტროს 2009 წლის შემაჯამებელ სხდომაზე გააკეთა.
ე.წ გაერთიანებული შტაბის გენერლის, ანატოლი ზაიცევის განცხადებით კი ბოლო პერიოდში აფხაზი ჯარისკაცების მომზადების დონე მაღალია.
"სამხედრო დისციპლინა ჯარში ჯერჯერობით მოიკოჭლებს. საჭიროა ყველაფრის წესრიგში მოყვანა, რადგან სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს. საქართველო რომ ომისთვის ემზადება, ეს ყველამ კარგად ვიცით", _ აცხადებს ქიშმარია.