აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფმა თათბირი ჩაატარა, რომელზედაც 2010-2012 წწ. აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის შესრულების საკითხები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბაღაფში განსაკუთრებით დაინტერესდა, რა კეთდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, სახურავების, სარდაფები და ლიფტების რემონტის თვალსაზრისით. თათბირზე საუბარი ასევე შეეხო გაგრის შემოვლით გზასა და სოხუმი-გალის ავტოტრასას.
ბაღაფშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოს დაწყება საექსპერტო-სმეტური დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში.
"მკაცრად გაფრთხილებთ დოკუმენტების გაფორმების მნიშვნელობაში. ამ ნაწილში გვაქვს დარღვევები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არის ქურდობა, როგორც ამას ამბობენ", _ განაცხადა ბაღაფშმა.