პერუ ლიბიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს შეწყვეტა. ამის შესახებ პერუს პრეზიდენტ ალან გარსიას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
როგორც გარსიამ განაცხადა, ის გმობს ლიბიის ხელისუფლების ქმედებებს.
"ვითხოვ, რომ გაეროს უშიშროების ძალებმა ყველა ღონე იხმაროს ლიბიაში მიმდინარე პროცესების საწინააღმდეგოდ. შემაშფოთებელია, რომ მოსახლეობას საჰაერო ძალების გამოყენებითაც კი ესროდნენ. შეჩერებული დიპლომატიური ურთიერთობა მანამდე არ აღდგება, სანამ ლიბიის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას მიმართ ძალადობას არ შეაჩერებს", - ციტირებს ოფიციალური ვებ.ვერდი პრეზიდენტ ალან გარსიას სიტყვებს.
შეგახსენებთ, მასობრივი სახალხო გამოსვლები ქვეყნის ხელისუფალის მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით ლიბიის მსხვილ ქალაქებში 16 თებერვლიდან დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ლიბიაში არეულობის დაწყებიდან დღემდე 300-დან 400 ადამიანამდე დაიღუპა. ლიბიის ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიციის გამოსვლის უკან რადიკალური ისლამისტური ძალები დგანან.
უფრო ადრე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მუამარ კადაფიმ ქვეყანა დატოვა. თუმცა მისი ვაჟი საიფ ალ-ისლამი აცხადებს, რომ ხელისუფლება მანიფესტანტებს ყველანაირად წინ აღუდგება.