რუსეთის დაზვერვა სავარაუდოდ, აშშ-ში დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კაშ პატელი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის დაზვერვა სავარაუდოდ, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა. უცხოურ მთავრობებს არ მივცემთ უფლებას გააჩუმონ კრიტიკოსები, დაარღვიონ ჩვენი კანონები ან საფრთხე შეუქმნან ხალხს ამერიკაში. FBI დაიცავს სიტყვის თავისუფლებას და წინააღმდეგობას გაუწევს ტრანსნაციონალურ რეპრესიებს ყველგან, სადაც ისინი ჩვენს ქვეყანას უქმნიან საფრთხეს", - წერს პატელი.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა რუსეთის დაზვერვის ხუთ სავარაუდო აგენტს. მათ ბრალად ედებათ კრემლის მიერ მტრად მიჩნეული პირების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები სულ მცირე ერთი ცნობილი დისიდენტის მკვლელობის დაგეგმვა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბრალდებულები რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქსელის წევრები არიან, რომელიც, გამოძიების ვერსიით, 2024 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში თავდასხმებსა და მკვლელობებს გეგმავდა. ქსელის სამიზნეებს შორის იყვნენ რუსი დისიდენტები და უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებთან დაკავშირებული პირები.