რუსეთის ძალებმა 16 სექტემბერს დილით დნიპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში სამგზავრო ავტობუსს დრონით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაიმული მედია დნიპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ ჰანჯაზე დაყრდნობით წერს.
„მტრის მიერ ნიკოპოლის რაიონში სამგზავრო ავტობუსზე განხორციელებულ დარტყმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე შვიდი კი დაიჭრა“, - განაცხადა ჰანჯამ.