ლოს ანჯელესში ტელეკომპანია NBC News-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სამი ადამიანი, ამის შესახებ BBC იუწყება.
ტელეკომპანია „NBC Los Angeles“-მა დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი მათ ეკუთვნოდათ. ვერტმფრენი ჩატსვორთის რაიონში იმყოფებოდა და რეპორტაჟისთვის მუშაობდა ავტობუსის ავარიის ადგილზე, რომლის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა.
ვერტმფრენი ორ კომერციულ შენობას შორის ჩავარდა. შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ოთხ ავტომობილსა და ორ კონტეინერს მოედო. ადგილზე 70-ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა.
ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენში. დაღუპულთა ვინაობა არ გასაჯაროებულა.