რუსმა ოკუპანტებმა კიდევ 6 ქართველი დააკავეს.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აგრესორებმა ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი გოცა შამუგია და 5 მგზავრი აიყვანეს.
შამუგია გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრია. მას ზიგდიდის მიმართულებით თხილი და საკვები პროდუქტები გადაჰქონდა.
ოკუპანტებმა დატვირთულ მიკროავტობუსთან ერად მგზავრები გალის მიმართულებით წაიყვანეს. ამ დრომდე უცნობი რჩება დაკავებულების ადგილსამყოფელი.
რუსი სამხედროები მგზავრებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ და მათი ოჯახებისგან თანხის გადახდას ითხოვენ.