ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი წერს, რომ კანადისკენ მიმავალ გზაზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, თორკატლინა სიგურდარდოტირს შეხვდა
"კანადისკენ მიმავალ გზაზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, თორკატლინა სიგურდარდოტირის, შევხვდი.
განვიხილეთ უკრაინის ზამთრისთვის მზადება, ენერგეტიკის სექტორის დაცვა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და ისლანდია კვლავ შეიტანს წვლილს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში. ის დახმარება, რომელიც ისლანდიამ უკვე გაგვიწია, კონკრეტულ შედეგებს იძლევა და ამისთვის მადლობელი ვართ.
ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა ტექნოლოგიებისა და თავდაცვის სფეროებში, სადაც უკრაინა მზად არის, პარტნიორებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
მადლობელი ვარ ისლანდიის უკრაინის მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი.