უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებასთან ერთად ევროპა შესაძლოა პოლიტიკური ტურბულენტობის პერიოდში შევიდეს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის სტაბილურობა და მათთან ურთიერთობებში მდგრადობა სჭირდება, რაც დიპლომატიური კორპუსის მუშაობის თანამედროვე მიდგომას მოითხოვს.
„ჩვენს დიპლომატიასაც აქვს მკაფიო ამოცანები. ეს ეხება პარტნიორებთან ისეთ კომუნიკაციას, რომელმაც უკრაინა მეტად უნდა უზრუნველყოს იმ პოლიტიკური ტურბულენტობის პირობებშიც კი, რომელშიც შესაძლოა ევროპა ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებასთან ერთად შევიდეს“, განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტს ანდრიი სიბიჰას საგარეო საქმეთა მინისტრად ხელახლა დანიშვნის მხარდაჭერისთვის.