პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხარდაჭერა ვარშავის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება, თუმცა ისტორიულ საკითხებში პოლონეთი საკუთარ პოზიციას არ დათმობს.
ნავროცკის თქმით, პოლონეთის ინტერესშია, რომ უკრაინამ და მისმა სამხედროებმა რუსეთის წინააღმდეგ რაც შეიძლება წარმატებით იბრძოლონ და რუსეთი პოლონეთის საზღვრებიდან რაც შეიძლება შორს შეაკავონ.
„პოლონეთის ინტერესშია, რომ უკრაინამ და უკრაინელმა სამხედროებმა რაც შეიძლება წარმატებით იბრძოლონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ის პოლონეთისგან რაც შეიძლება შორს შეაკავონ. ეს აშკარაა - ეს პოლონეთის სახელმწიფო სტრატეგიაა. დაე, გაანადგურონ "სოვეტები", რომლებიც მათ თავს დაესხა... ამაში მათ ყოველთვის შეუძლიათ ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ, რადგან იქ, სადაც მოსკოველებს ებრძვიან, პოლონეთი დაეხმარება, თუნდაც ომში უშუალოდ არ მონაწილეობდეს. ეს პოლონეთის სტრატეგიულ ინტერესებშია“, - განაცხადა მან.
ამასთან, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის სტრატეგიულ ინტერესებშია ისიც, რომ „ბანდერას დროშები არც ვარშავაში და არც პოლონეთის სხვა ქალაქებში არ ფრიალებდეს“.
„ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ და ამავე დროს მოვითხოვოთ კიდეც; შეგვიძლია ვითანამშრომლოთ როგორც პარტნიორებმა და ფუნდამენტურ საკითხებზე ურთიერთგაგებას მივაღწიოთ... ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ ყოველთვის სიტყვებით: „პოლონეთი უპირველეს ყოვლისა, პოლონელები უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.