18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რითაც გამოავლინა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
„ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების ოკუპაციის გაგრძელება და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი კვლავ ძალას ეყრდნობა თავისი ამბიციების განსახორციელებლად.
„უარვყოფთ ძალის გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, - აცხადებს მარგუს ცაჰკნა.