ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტეm განაცხადა, რომ მოკავშირეებთან კონსულტაციებს მართავს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების შემდგომი მიწოდების საკითხზე. ეს სისტემები კიევს სჭირდება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისგან დასაცავად.
მისი თქმით, მოკავშირეებთან განხილვები ეხება იმ შესაძლებლობების მოძიებას, რომლებიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის გაგრძელებას უზრუნველყოფს რუსეთის ბოლო სარაკეტო და დრონებით იერიშების შემდეგ.
„საუბარი მქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ბოლო საშინელი სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შესახებ. მოკავშირეებთან განვიხილავ, როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმ საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება“, - დაწერა რუტემ X-ზე.
მანამდე, როგორც იუწყებოდნენ, ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა თანამშრომლობს ყველა პარტნიორთან, ვისაც შეუძლია დაეხმაროს ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებაში, რათა დაიცვას სამოქალაქო ობიექტები და ადამიანები რუსეთის დარტყმებისგან.