რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით იერიში განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 აგვისტოს ღამით რუსეთის რამდენიმე რეგიონი თავდასხმის ქვეშ მოექცა. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, სარატოვსა და ენგელსში აფეთქებების ხმა ისმოდა.
წინასწარი ინფორმაციით, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ერთდროულად ორ ადგილზე გაჩნდა. მონიტორინგის რესურსების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში სამრეწველო ზონის თავზე ძლიერი ნათება ჩანს.
ამასთან, ცნობების თანახმად, ენგელსში სამიზნე სამხედრო აეროდრომი იყო. ოფიციალურ უწყებებს თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.