რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად კიევში 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 1-ელ აგვისტოს ღამით განხორციელებული რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დედაქალაქის ხუთ რაიონში ხანძარი გაჩნდა და ნგრევა დაფიქსირდა. შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 23 დაშავდა.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლენი, ავტომობილები. მაღაზიები, სამეურნეო ნაგებობები.