აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მეხუთედ შეუწყო ხელი უკრაინელი და რუსი ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას. რითაც აგრძელებს ჰუმანიტარულ საქმიანობას ომით დაზარალებულთა მხარდასაჭერად. დღეს ახლობლებს ხუთი ბავშვი დაუბრუნდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატია და მშვიდობის დამყარების მცდელობები ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია, მათზე მაღლა დგას ჩვენი საერთო შესაძლებლობა, ბავშვები საერთაშორისო დავებზე მაღლა დავაყენოთ. ყოველი გაერთიანებული ოჯახი გვახსენებს, რომ თანაგრძნობა, ღირსება და ოჯახური კავშირები ყველაზე მძიმე პერიოდებსაც კი, მათ შორის ომს, შეიძლება აღემატებოდეს. მე და ჩემი წარმომადგენელი ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთისა და უკრაინის მთავრობებთან, რათა ბავშვები უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებსა და თემებს“, – აღნიშნულია მელანია ტრამპის განცხადებაშიმ რომელსაც თეთრი სახლი ავრველებს.