რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი იანვარში დიდ თათბირს ჩაატარებენ სადაც საქართველოს ორი რეგიონის _ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის გაგრძელების ხელშეწყობის ღონისძიებებზე ისაუბრებენ.
ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშოროსო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ილიას უმახანოვმა გააკეთა.
"უკვე არის მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან სერგეი მირონოვთან, იმის შესახებ, რომ იანვარში რუსეთის ფედერაციის საბჭო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობით ჩაატარებს თათბირს, სადაც იმსჯლებენ იმაზე, თუ როგორ მიდის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი", _ აცხადებს უმახანოვი.