ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი კონფლიქტის ესკალაციისკენ არ ისწრაფვის, თუმცა ირანულ გემზე თავდასხმით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ ამ ინციდენტს უნებლიე უწოდა.
არაღჩის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინულმა მხარემ დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა უნებლიე იყო და კიევი ვითარების გამწვავებას არ ცდილობს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა უნებლიე იყო და უკრაინა კონფლიქტის ესკალაციისკენ არ ისწრაფვის,“ - დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.
არაღჩის თქმით, ირანიც არ არის დაინტერესებული ესკალაციით, თუმცა მიიჩნევს, რომ მის მოქალაქეებსა და ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა მიუღებელია.
„ირანი ასევე არ ისწრაფვის ესკალაციისკენ, თუმცა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენს მოქალაქეებსა თუ ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა მიუღებელია. მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს,“ - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრის შეჯამებისას.