უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა 15 ივლისის ღამეს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემზე იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ (მადიარმა) განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაზიანებულ გემებს შორის იყო: 17 ნავთობტანკერი; 2 გაზმზიდი ტანკერი; 1 ბუქსირი.
ბროვდის განცხადებით, ბოლო 9 დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა აზოვის ზღვაში საერთო ჯამში 116 გემი დააზიანეს.