თბილისის აეროპორტი საქართველოს სახეა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თბილისის აეროპორტი საქართველოს სახეა!
მიშას 18 თვეში აშენებულ ნაწილში და ბიძინას აშენებულ ნაწილში ერთნაირად წვიმს !
თუმცა ერთი დიდი განსხვავებაცაა : დღეს ათ ჯერ მეტი ფრენაა რუსეთის მიმართულებით ვიდრე ჯამში 27 ევროპულ ქვეყნის მიმართულებით!" - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისათვის, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. მოსაცდელ ნაწილში, სადაც წვიმა ჩამოვიდა, უსაფრთოების ნორმებიდან გამომდინარე მოხდა ელექტროენერგიის დროებით შეწყვეტა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, სამი რეისი გადამისამართდა.