ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს ორჯერ შეხვდა. მეორე შეხვედრის დროს ჰამაბერგმა მეორე შეხვედრისას ოს სეპარატისტთა ლიდერს ცხინვალში გამართული შეხვედრების შესახებ მოუთხრო.
"ცხინვალში ჩატარებული შეხვედრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე პატივს ვცემ ყველაფერს რაც თქვენ მითხარით", _ განაცხადა ჰამარბერგმა და დასძინა, რომ მისთვის ცნობილია, რომ ტირძნისელი ბავშვების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება და სასამართლომდე არაფრის გაკეთება არ შეიძლება.
"იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება და იგი იქნება დემონსტრირება იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტკური მოსაზრებებით არ იქნება ნაკარნახევი",- განაცხადა ჰამარბერგმა და ოს სეპარატისტთა ლიდერს აღნიშნული პრობლების გადაჭრის თავისი ხედვა წარუდგინა.
ჰამარბერგის შეთავაზებით ოსურმა მხარემ უნდა გაათავისუფლოს მის მიერ დაპატიმრებული საქართველოს 17 წლის მოქალაქე გიორგი არჩვაძე, ასევე უნდა გაათავისუფლოს ორი ტირძნისელი არასრულწლოვანი. ოსური მხარის მიერ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ მისივე თქმით, იგი საქართველოს ხელისუფელებას შესთავაზებს ანალოგიური ნაბიჯები გადადგას და ქალაქ გორში ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთი მოქალაქე გაათავისუფლოს.
"ამით ჩვენ შეგვეძლება ოდნავ მაინც დავძრათ ის პროცესი, რომლის იმედიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მე ხელცარიელს გამიშვებთ აქედან, მე არ მექნება საშუალება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოვახდინო",_განუცხადა ჰამარბერგმა კოკოითს, რომელმაც თავის მხრივ ამაზე განაცხადა, რომ იგი ამ საკითხის პოლიტიზირებას არ აპირებს.
"ჩვენ ახლა პოლიტიკას კი არ ვთამაშობთ, არის კანონი, არის კონსტიტუცია და ჩვენ მკაცრად კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ამჟამად ჯერ კიდევ საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს და სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საუბარი რამეზე ნაადრევია",_ განაცხადა კოკოითმა.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი ცხინვალში ხვალ 2 დეკემბერს დაბრუნდება. თბილისში ჰამარბერგი საქართველოს ხელისუფლებას შეხვდება და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გამართული შეხვედრების დეტალებს გააცნობს, ცხინვალში კი ხვალ დაბრუნდება.