2012 წლის იანვრიდან ზაპოროჟიის ავტომშენებელი ქარხანა, რომელიც პროდუქციის იმპორტს საქართველოშიც აწარმოებს, Chevrolet Аveo Т-250 ახალი მოდელის გამოშვებას დაიწყებს.
"მომავალი წლის იანვრიდან ზაპოროჟიის ავტომშენებელი ქარხანა Chevrolet Аveo Т-250-ის ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. წარმოების დასაწყებად მზადება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამ მიზნით საწარმოში ძველი ავტომობილების წარმოების დემონტაჟი მიმდინარეობს"- განაცხადა ქარხნის მმართველის მოადგილემ იური პლეჩუნმა.
დღეისთვის სამცვლიანი მუშაობის პირობებში ქარხნის წარმოება წელიწადში 150 ათას ერთეულს აღემატება. პლეჩუნი აცხადებს, რომ ქარხნის სიმძლავრეები ბოლომდე არ არის ათვისებული.
საწარმო ამჟამად რამდენიმე მარკის ავტომობილს აწარმოებს, მათ შორის "ზაზ Lanos", "ვაზ", Chevrolet. ასევე სატვირთო ავტომობილებს Тата, JAC და ასევე პირველი კლასის ავტობუსებს. ზაპოროჟიის ავტომშენებელი ქარხნის პროდუქციის იმპორტი ხდება, საქართველოში, სომხეთში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, სირიაში, ეგვიპტეში, ინდონეზიასა და ალბანეთში.