თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილით ორი პირი გადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გალავანს შეეჯახა და ამობრუნდა.
ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ართანაში მცხოვრები 33 წლის კაცი. მეორე მგზავრი კი დაშავდა და თელავში, რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.