გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი ახალგზარდის, პაპუნა ლოცულაშვილის ძმის, გიგლა ლოცულაშვილის თქმით, დაზარალებული ფსიქოლოგიურად მძიმედაა, სტრესშია და ამ დროისთვის საუბარი არ შეუძლია.
გიგლა ლოცულაშვილის თქმით, მის ძმას კვლავ ბრალდებულის სტატუსი აქვს, რომელიც უნდა მოუხსნან და ის პოლიციელები დააკავონ.
"აქვს მოტეხილობა, დაბეჟილობები, მრავლობითი ჩალურჯებები სხეულზე და აქედან გამომდინარე მძიმედ არის. ფსიქოლოგიურადაც მძიმედ არის, სტრესშია და ფიზიკურადაც თავისთავად. ვიდეოში 30 კაცი ურტყამდა მგონი და 30 კაცი ერთ კაცს, დაბმულს რომ ურტყამს, ის კარგად როგორ იქნება? სახეში ურტყამდნენ ფეხებს გამეტებით. გამეტებული ჰყავდათ, მადლობა ღმერთს, რომ რაღაც არ მოუვიდა, შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო. თვითონ არაფერს ამბობს, ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტუაცია შეექმნა ბიჭს და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო, ის უქნეს, ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც.
მეგობარს მიაკითხა შესვენებაზე, იქ ისაუზმეს ერთად და წამოვიდა ისევ ბრუნდებოდა სამსახურში. მე როგორც ვიცი, იყო გადამოწმების მიზნით გაჩერება, გაუჩერეს ფეხებში მანქანა ძალიან ისე და ამან უთხრა, რანაირად დადიხარო, არ დამეჯახოო და რომ გადმოვიდნენ იმათ უხეშად დაუწყეს ლაპარაკი, არაფერი იქ ისეთი არ ყოფილა, შემდეგ მაიკაზე წვდა ეს ერთ-ერთი [პოლიციელი] და აი მანდ დაიწყო ყველაფერი.
ჯერ ცოტა მძიმე პერიოდი აქვს. ალბათ გამოვა ამ პერიოდიდან და მერე თვითონ ისაუბრებს,. ერთადერთი რაც მინდა ახლა პირველ რიგში მოხდეს, ჩემ ძმას ისევ ბრალი აქვს წაყენებული და ბრალდებულის სტატუსით არის გათავისუფლებული და მოხუსნან ეს ბრალი, რომ ჩემი ძმა არაფერში არ არის დამნაშავე.
დააკავონ ის პირები, ვინც არიან დამნაშავეები, სასტიკი მოპყრობისთვის და არაადამიანურად გადამეტებული ძალაუფლებსითვის, რასაც აკეთებენ მთელმა ქვეყანამ ნახა და როგორი სიტყვებითაც აგინებენ მთელმა ქვეყანამ ნახა და ახლა პოლიციელი რომ ასეთი სიტყვებით გელაპარაკება და ასე გექცევა, რა ვიცი. არავინ არ არის ჩემი ძმა, რომ ეს დაემსახურებინა, მითუმეტეს სამართალდამცავებისგან," - განუცხადა გიგლა ლოცულაშვილმა "ტვ პირველს".