ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა კვიპროსში მიმდინარე არაფორმალურ მინისტერიალზე განაცხადა.
„თუ უკრაინას სთხოვენ არმიის რაოდენობაზე შეზღუდვის დაწესებას, სარკისებური უნდა იყოს რუსეთისთვისაც. რა თქმა უნდა არსებობს საკითხები, რომლებიც უფრო ფართო შეშფოთების საგანია: თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ რუსეთის ჯარებია ისეთ ქვეყნებში როგორიც მოლდოვა და საქართველოა. რა თქმა უნდა ევროპის უსაფრთხოების ინტერესია რომ ეს ჯარები იქ არ იყოს და არ ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში. ეს მაქსიმალისტური მიდგომებია. მაგრამ ასეთივე მაქსიმალისტური პრეტენზიები აქვს რუსეთს“, - განაცხადა კაია კალასმა.