უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით და მთლიანად დაამტკიცა კანონპროექტი სესხის ხელშეკრულებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ, რომლის საშუალებითაც უკრაინა ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
კანონპროექტს 298 დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
მემორანდუმი ეხება 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას, რომლის მისაღებადაც უკრაინამ გარკვეული პირობების უნდა შეასრულოს.
მემორანდუმს ხელი ბრიუსელში 20 მაისს მოეწერა, ხოლო სესხის ხელშეკრულებას კი - 27 მაისს.
უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დოკუმენტების მიღება, ასევე შემდეგი ეტაპი - ევროკავშირის 24 სახელმწიფოს მიერ დამტკიცება, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდ ევროს გამოყოფენ გაძლიერებული თანამშრომლობის მექანიზმის ფარგლებში - საშუალებას მისცემს ევროკავშირს, რაც შეიძლება სწრაფად გადaრიცხოს კრედიტის პირველი ტრანში.
უკრაინული მედიის წყაროების მიხედვით, 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში უკრაინის ბიუჯეტისთვის პირველი მაკროფინანსური დახმარების ტრანში, 3,2 მილიარდი ევროს ოდენობით, დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში უნდა ჩაირიცხოს.