საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ექვსი პირი და სწორედ ეს არის აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი.
შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადებით უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, სოფიო ხორგუანს, რომელმაც აღნიშნა, რომ იმედი ჰქონდა, შალვა პაპუაშვილი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პლენარულ სხდომაზე გამოსვლას გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდა.
შალვა პაპუაშვილმა სოფიო ხორგუანს მიმართა, რომ აკანკალებული ხმით საუბარი მის ყალბ პათეტიკას კიდევ უფრო ავლენს.
„მგონი, ადევნებთ თვალყურს, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენც, პარლამენტი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღოთ. როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას. აკანკალებული ხმით საუბარი თქვენს ყალბ პათეტიკას კიდევ უფრო ავლენს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ექვსი ადამიანი დაკავებულია, სწორედ ეს არის სახელმწიფოს პასუხი და არა ის ყალბი პათეტიკა, რომელიც თქვენ გაქვთ.