ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც სამართალდამცავებმა იძალადეს, ნეკნი გატეხილი და დაბეჟილობები აღენიშნება.
ადვოკატის თქმით, მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს.
"ჩემთვის როგორც ცნობილია, აკავებენ ახლა მოძალადე პოლიციელებს, მაგრამ აქ არის მთავარი ის, რომ უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი და უნდა დაიწყოს წამების მუხლით გამოძიება და უნდა დააკავონ წამების მუხლით, რადგან სამ ეტაპზე მოხდა პაპუნაზე ძალადობა, სამ ეტაპზე იძალადეს სხვადასხვა ადგილას და ეს პირდაპირ არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ აგინებდნენ და შეურაცხყოფას როგორ აყენებდნენ პაპუნას. ასევე პაპუნაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება თითქოსდა მან იძალადა პოლიციელზე მოვითხოვ: პროკურორმა მიიღოს დადგენილება და აღნიშნული საქმე შეწყვიტოს.
მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პაპუნა ვივამედში და უტარდებოდა სხვადასხვა კვლევები. მას დაუდგინდა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე სხვადასხვა დაზიანებები მთელს სხეულზე და სისხლჩაქცევები - აქვს ხელი დაზიანებული, რაზეც უნდა გააგრძელოს მკურნალობა სახლში," - განაცხადა TV პირველთან პოლიციელების მხიდან ძალადობის მსხვერპლის პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.