15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის კვალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ, 15 წლის მოზარდი ბოლოს საირმის ქუჩაზე დააფიქსირეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.