პოლიციამ დააჯარიმა და ერთი წლის ვადით მართვის უფლება ჩამოართვა ავტომობილის მძღოლს, რომელმაც საპროტესტო აქციაზე აპარატურა მიიტანა.
“ოპოზიციური ალიანსის” წევრის, თენგო თევზაძის თქმით, სამართალდამცავებმა ავტომობილი წაიყვანეს, ხოლო მძღოლი 1 000 ლარით დააჯარიმეს და მძღოლს მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს.
"ამათთან სამართლებრივ დავას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, მაგრამ როგორ არიან შეშინებულები, ცხადია. ბრძოლა გაგრძელდება, ამათი არავის ეშინია, ამ ლაჩარი და კუდში მადევარი ხალხის. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, ბრძოლა იქნება ბოლომდე“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.