თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
"მინდა ყველას მივულოცო დამოუკიდებლობა, რომელიც არ ითვლის 35 წელს, დამოუკიდებლობა ითვლის 85 წელს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ითვლის ამდენს, რადგან ის ოკუპაციის პერიოდი არ ითვლება, რადგან ჩვენი კონსტიტუცია დაუბრუნდა პირვანდელს და უწყვეტია. ეს ხალხი, რომელიც დღეს არის გამოსული, არის ამისთვის, ერთობისთვის, რადგანდ ამოუკიდებლობა ერთობის გარეშე არ არსებობს, დამოუკიდებლობსი დაცვა და აღდგენა ესეც არის დამოკიდებული ერთობაზე და შემართებაზე ამ ხალხის. ჩვენ ვგრძნობთ ამ ენერგიას, რომელიც არის ერთად შეკრებილი და ეს არის მნიშვნელოვანი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ, - განაცხადა ზურაბიშვილმა.