ემოციური იყო თავისუფლების მოედანზე გამართული ფიცის დადების ცერემონია- მოხარული ვიყავი, რომ შესაძლებლობა მქონდა მისი უდიდებულესობა მეფის მოსალოცი გზავნილი გადამეცა, - ამის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
„დღეს თავისუფლების მოედანზე გამართული ფიცის დადების ცერემონია ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ამაყი დამცველები არიან. ამიტომ მოხარული ვიყავი, მისი უდიდებულესობა მეფის მილოცვის გზავნილი გადამეცა,“ - აცხადებს გარეტ უორდი.
ელჩი თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.