დღეს საქართველო დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავს ზეომობს - ამ წუთებში, თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის დეპუტატები ესწრებიან. გარდა ამისა, ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
ღონისძიებას ასევე ესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III და სხვა სასულიერო პირები.
დღეს წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია თბილისის გარდა, საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას მოხდება.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.