როგორია საქართველოში ცხოვრების დონე და საკმარისია თუ არა 1200 ლარი არსებობისთვის? ამ კითხვით "ტვ პირველის' ჟურნალისტმა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს მიმართა
პაპაშვილის თქმით, 1200 ლარად ერთი ადამიანი თავის გატანას შეძლებს.
"1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მე მგონი, იცხოვრებს. რაღაცას ჰგავს. როგორ არის ქართული ანდაზა? საბანი იქამდე უნდა გაიწვდინო... ალბათ არ აქვს ხაზიანს ამდენი შემოსავალი", - თქვა პაპაშვილმა.
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის წესები იცვლება - საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, იმ ოჯახებს, რომელთა წევრების შემოსავალი განსაზღვრულ ზღვარს გადააჭარბებს, სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრაცია შეუწყდებათ.
შესაბამის დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.