დიუშენით დაავადებულ ბავშვებს მთელი საზოგადოება გვერდზე დაუდგა, ხალხი ფულს რიცხავს - ვიღაცას ეს ძალიან ანერვიულებს და ცდილობენ, რომ ეს დახმარება გააჩერონ, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ახლა კამპანია აქვს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის ხალხის მხრიდან დახმარების მარათონი გააჩერონ.
„ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლება დღემდე არ აცხადებს, რომ წამლების შემოტანას აპირებს. ჩვენ უკვე ორი წელია ვითხოვთ წამლების შემოტანას და ხელისუფლება უარს ამბობს, ან საერთოდ არაფერს არ ამბობს ამ საკითხზე და „აშავებს“ წამლებს. როდესაც ხალხმა ჩვენი დახმარება დაიწყო, ახლა დახმარების გაშავება დაიწყეს - ხალხს ეუბნებიან: რატომ ეხმარებით, მაგათ ფული არ სჭირდებათო. კამპანიაა, რომ დახმარება გააჩერონ. აჩერებენ იმით, რომ ამბობენ რაში სჭირდებათ მაგათ ფული, სახელმწიფო ეხმარება, წამლების ფულს ისედაც ვერ შეაგროვებენ და ამიტომ „მესიჯი“ არის, რომ ხალხმა თავი შეიკავოს ფულის გადმორიცხვისგან. რეალურად ამის უკან დგას ის, რომ ვიღაც ადამიანებს ნერვებს უშლის ის, რომ ხალხი ჩვენ გვეხმარება - დიუშენით დაავადებულ ბავშვებს მთელი საზოგადოება გვერდზე დაუდგა, ხალხი ფულს რიცხავს - ვიღაცას ეს ძალიან ანერვიულებს და ცდილობენ, რომ ეს დახმარება გააჩერონ. ერთი მხრივ ცდილობენ, რომ „გააშავონ“ ის ხალხი, ვინც ჩვენი სახსრების მობილიზებას ახორციელებს და მეორე მხრივ, ადამიანებს ეუბნებიან, რომ ამათ ფული არ სჭირდებათ, იმიტომ რომ სახელმწიფო ისედაც ეხმარება და ხალხო, დაანებეთ თავი, ნუ ეხმარებით ამ ხალხსო“[IPN] ,-განაცხადა წიქარიშვილმა.
ამასთან, წიქარიშვილმა მიმართა პოლიტიკის ექსპერტ გია აბაშიძეს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: "დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული (DMD) ბავშვების უმძიმესი პრომლემების უკან ამოფარებულია პოლიტიკურ დივიდენდებზე დახარბებული ნაცსექტა.
უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო - "წამალი ბავშვებს", "მთავრობას ფული ენანება". დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები".
წიქარიშვილის თქმით, გია აბაშიძის და სხცების კამპანია ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთოს წამლების შემოსატანად.
"მე მინდა, გია აბაშიძეს მივმართო, რომელიც არის ჩემი ძველი კოლეგა და ნაცნობი: გია, მოდი, შენ გყავდეს დიუშენიანი ბავშვები და მე მოგცემ მილიონნახევარ ლარს. მოდი, გავცვალოთ ადგილები, შენ გყავდეს ჩვენნაირი ბავშვები და მერე ვნახოთ, რამდენი ფული დაგჭირდება. ასე რომ, ეს საზიზღრობა, ეს კამპანია, რაც ამათ დაიწყეს, რომ თურმე ბავშვებს ფული არ სჭირდებათ, ეს კამპანია ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებამაც არაფერი გააკეთოს წამლების შემოსატანად. თუ აქამდე ესენი იყვნენ თავდაცვის რეჟიმში, რომ "წამალი რაში გჭირდებათ, ეს წამალი არ ვარგა, სახელმწიფომ წამალზე ფული არ უნდა დახარჯოს", ახლა დაიწყეს კამპანია, რომ თურმე ჩვენ ფული არაფერში გვჭირდება,[ტვ პირველი] - თქვა კახა წიქარიშვილმა.