მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პოლონეთის მიმართ მეგობრობისთვის და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა პრაქტიკული შედეგებიც დღეს უკვე აშკარად ჩანს, - პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი.
ის ტრამპს პოლონეთში 5 000 სამხედროს გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
„მე მხარს ვუჭერ და გავაგრძელებ პოლონეთ-ამერიკის ალიანსის დაცვას – უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საყრდენს ყველა პოლონური სახლისა და მთელი ევროპისთვის.
კარგი ალიანსები ეფუძნება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებას.
მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პოლონეთის მიმართ მეგობრობისთვის და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა პრაქტიკული შედეგებიც დღეს უკვე აშკარად ჩანს.
პოლონეთისა და პოლონელი ხალხის უსაფრთხოება ჩემი მთავარი პრიორიტეტია!" - წერს ნავროცკი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 ჯარისკაცს გაგზავნის.