თათია მექვაბიშვილი, რომელსაც სასამართლომ 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, რუსთაველზე, პარლამენტთან დააკავეს.
საპროტესტო აქციების მონაწილე თათია მექვაბიშვილს, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხების გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დღეს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ შეუფარდა. რუსთაველის გამზირზე მისულმა თათია მექვაბიშვილმა თავად დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ მის დასაკავებლად საპატრულო ეკიპაჟი გაეგზავნათ.
დაკავებამდე მექვაბიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ საზოგადოება ახლა უფრო მოეგება გონს და ჩვენ გავაგრძელებთ ბძროლას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ვიცი, რომ ეს შიში გადატყდება საქართველოში და ყველანი დავდგებით ერთად თავისუფლების სადარაჯოზე. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - განაცხადა მექვაბიშვილმა.