ხვალ, 18 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ვერა ქობალია გამართავს ბრიფინგს საქართველოს ეროვნული ბიზნესდაჯილდოების "მერკური 2011" ჩატარების თაობაზე.
ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება "მერკური 2011" პირველად საქართველოში ტარდება. მისი ინიციატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად.