ჟურნალისტი ეკა ხოფერია კოლეგის, ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში და არც იმაში, რომ ვინმეს პირადად ვიცნობთ ან არ ვიცნობთ. ცნობილი ჟურნალისტია თუ არა.
საქმე ისაა , რომ არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი ....რბილად რომ ვთქვათ", - წერს ეკა ხოფერია.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.